აღნიშნული კედლის გაზეთი მასწავლებელთა გაზეთია და მასში თავმოყრილია მასალები: სიახლეები და საინტერესო ამბები ყველა საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში–ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.
კედლის გაზეთის გამოშვების იდეას 2011–2012 სასწავლო წელს ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ სასწავლო წლებში გაზეთს კათედრა გამოუშვებს ყოველწლიურად.
გაზეთის სათაურის გაფორმებისას ვითანამშრომლეთ ხელოვნების კათედრასთან. ხატვის მასწავლებელი–ლალი კურტანიძე დიდი გულისხმიერებით მოეკიდა საქმეს და ზუსტად გადმოსცა ის ჩანაფიქრი, რაც მოიაზრებოდა გაზეთის სათაურში– ,,ბრძენი სამყარო".